კაშიამ საკლუბო სეზონი გამარჯვებით დაიწყო

0
60

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტან გურამ კაშიასთვის საკლუბო სეზონი წარმატებით დაიწყო. ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ქართველებიდან მხოლოდ კაშია დარჩა. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ჩრდილოეთ მაკედონიის „სტრუგას“ შეხვდა და 4:2 გაიმარჯვა. ვლადიმირ ვაისმა ჩვენი ნაკრების კაპიტანი შეუცვლელად ათამაშა.
„სლოვანმა“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, ბრატისლაველებმა მატჩის მიწურული კარგად ჩაატარეს და სლოვაკეთის ნაკრების ნახევარმცველ კუსკას დუბლის წყალობით გაიმარჯვეს.
ლატვიის „რიგასმა“, სადაც ლაშა ოდიშარია გამოდის შინ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნეს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი