გორის “დილას” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ნიკა გაგნიძე კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 23 წლის ნახევარმცველმა კონტრაქტის კოვალიევკას “კოლოსთან” გააფორმა, რასაც ნახსენები კლუბის პრესსამსახური იუწყება.
გაგნიძე “დილას” აღზრდილია, სადაც 2018 წლიდან გამოდიოდა დღემდე გამოდიოდა. მან 2022-2023 წლების სეზონის თურქეთის “უმრანიესფორში” იჯარით გაატარა. ის საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრი იყო.
ლაშა თაბაგარი





