ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე კოპა ამერიკის მეორე ფინალისტი კოლუმბია გახდა. არგენტინელი ნესტორ ლორენცოს გაწვრთნილი კოლუმბიელები შარლოტში ურუგვაის დაუპირისპირდნენ, რომელსაც მარსელო ბიელსა ავარჯიშებს და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.
კოლუმბიელებიდან ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე ლერმამ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი ხამეს როდრიგესმა მისცა. ამ კოპა ამერიკაზე ხამესმა 5 მატჩში 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიას პირველი ტაიმის მიწურულს მუნიოსი გაუძევეს, მაგრამ ურუგვაიმ ამით ვერ ისარგებლდა. კოლუმბია სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ფინალში 2001 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
მატჩის შემდეგ ურუგვაის ფეხბურთელებმა კოლუმბიიის ფანებთან იჩხუბეს. ერთ-ერთმა კოლუმბიელმა გულშემატკივარმა ურუგვაელთა ფორვარდ დარვინ ნუნიესს ხელი სახეში დაარტყა.
