„ბაიერნმა“ პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი შეიძინა

0
50

მიუნხენის „ბაიერნმა“ ინგლისური „ფულემიდან“ ნახევარმცველი ჟოაუ პალინია შეიძინა. პორტუგალისი ეროვნული ნაკრების 29 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივლისამდე გააფორმა. ტრანსფერის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ Transfermarkt-ს თუ დავეყრდნობით „ბაიერნს“ პალინიას ყიდვა 51 მილიონი ევრო დაუჯდა. თავის დროზე „ფულემმა“ პორტუგალიელში ლისაბონის „სპორტინგს“ 22 მილიონი ევრო გადაუხადა. მან ინგლისელთა რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 79 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი