საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას აფენტმა მამუკა ჯუღელმა თავისი კლიენტის მომავლის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„ხვიჩას ძალიან ბევრი წინადადება აქვს, მაგრამ ეს კლუბის პრეზიდენტს ეხება. თუ კლუბში მიიჩნევენ, რომ უნდა გაყიდონ, მაშინ გაყიდიან. თუ ისინი იტყვიან, რომ უნდა დარჩეს, კონტრაქტი კონტრქტია და თამაშს გააგრძელებს“ – განუცხადა Youtube-არხს Nobel.
კვარაცხელიამ განვლილ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
