კილიან მბაპე გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ერთ-ერთ მატჩში მოედნის გარკვეულ მონაკვეთზე 36,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მეორე ადგილზე ესპანელი ფერან ტორესია (36კმ/სთ), ხოლო მესამეზე სლოვენიელი – ბენიამინ შეშკო (35,9 კმ/სთ).
დღეს, საფრანგეთის ნაკრები ტურნირის 1/2-ფინალში მიუნხენში „ალიანს არენაზე“ ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 სააათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
