დიდიე დეშამი: „ესპანეთი ჯერჯერობით ევროზე ყველაზე მაღალ დონეზე თამაშობს“

0
22

დიდიე დეშამს მიაჩნია, რომ ესპანეთის ნაკრები მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით ყველაზე მაღალ დონეზე თამაშობს. საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ზე დღეს მიუნხენში „ალიანს არენაზე“ ესპანელებთან გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„ყველა ესპანური გუნდი ნახევარდაცვაში კარგად თამაშობს. მათ მატჩის მსვლელოლობის კონტროლი შეუძლიათ. ესპანელების ნახცევარდაცვა ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით როდრისთან ერთად. ეს ნაკრები ჯერჯერობით ევროპაზე ყველაზე მაღალ დონეზე თამაშობს. ისინი ყოველ შეხვედრაში თავისი თამაშით შთაბეჭდილებას ახდენენ.
რა თქმა უნდა, თავის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ისეთ შემტევ გუნდთან როგორიც ესპანეთია. საიმედო დაცვა ნებისმიერ დიდ ტურნირზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არასაკმარისია. ჩვენ შეტევაშიც ეფექტურად უნდა ვითამაშოთ“ – იუწყება დეშამის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ესპანეთი-საფრანგეთის დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი