ლუის დე ლა ფუენტეს მიაჩნია, რომ ესპანეთი-საფრანგეთის დაპირისპირება ევროპის ჩემპიონატის ფინალს დაამშვენებდა. ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს ევრო 2024-ის ნახევარფინალში მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ფრანგებთან მატჩამდე განაცხადა.
„ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა. ჩვენ ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ასეთი მატჩი შესაძლოა ევროს ფინალიც ყოფილიყო, რადგან ორივე საუცხოო გუნდია. ყველაფერს უმცირესი დეტალები წყვეტს. ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და ის თვისებები შევინარჩუნოთ, რომლებმაც ასე შორის წასვლის შესაძლებლობა მოგვცა“ – იუწყება დე ლა ფუენტეს ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ესპანეთისა და საფრანგეთის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
