რევაზ ჩელებაძე: „მიქაუტაძეს „ნაპოლის“ ან „მონაკოს“ დონის გუნდი მოუხდება“

0
78

თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის რევაზ ჩელებაძის აზრით, გიორგი მიქაუტაძეს „ნაპოლის“ ან „მონაკოს“ დონის გუნდი მოუხდება.
„მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ოსტატობის დონით კვარაცხელიას ჩამორჩება. მას „ნაპოლის“ ან „მონაკოს“ დონის გუნდი მოუხდება, მაგრამ ცოტა კიდევ უნდა მოუმატოს და ამ შემთხვევაში საუცხოო დონეზე ითამაშებს. ფორვარდი 25 წლის შემდეგ უფრო ბრძენდება და ასე რომ მას ყველაფერი წინ აქვს“ – იუწყება ვეტერანი ფეხბურთელის ნათქვამს რუსული მედია.
ჩელებაძეს იმის თაობაზეც ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა რუსეთის ჩემპიონატში ითამაშონ, რაზეც ასეთი პასუხი გასცა:
„არა, მანამდე ვიდრე რუსეთის გუნდებს ევროთასებზე არ დააბრუნებენ. ყველას ჩემპიონთა ლიგაში ან ევროპა ლიგაში თამაში უნდა. ახლა ქართველები რუსეთის პრემიერლიგაში წასვლას არ მოინდომებენ“.
ლაშა თაბაგარი