მიუნხენის „ბაიერნმა“ ინგლისის „კრისტალ პალასიდან“ გარემარბი მაიკლ ოლისე შეიძინა. გერმანულმა გრანდმა ფრანგ მფეხბურთელში 53 მილიონი ევრო გადაიხადა. 22 წლის ოლისემ ბავარიელებთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა. ის „კრისტალ პალასში“ 2021 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 90 მატჩში 16 გოლი გაიტანა, პლუს 25 საგოლე პასი გააკეთა.
„ბაიერნის“ არსებობის ისტორიაში ოლისე მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელ;ია, რომელიც კლუბმა შეიძინა. მანამდე, მიუნხენელებს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ ჰარი კეინის შეძენა 95 მილიონი ევრო დაუჯდათ, მადრიდის „ატლეტიკოდან“ ლუკა ერნანდესის – 80 მილიონი ევრო, ხოლო ტურინის „იუვენტუსიდან“ მატეის დე ლიხტის – 67 მილიონი ევრო.
