ლასა ოდიშარიამ ლატვიის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა. “რიგასმა”, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა 22-ე ტურში “იელგავა” 7:0 გაანადგურა. ოდიშარიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კარში ზუსტად დაარტყა – 4:0. მან მიმდინარე ჩემპიონატში 8-ჯერ ითამაშა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა. ლატვიის მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ამჟამინდელი ლიდერი “რიგასი” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიის “ლარნეს” უმასპინძლებს.
ყაზახეთის ლიგის თასზე თავი ლუკა იმნაძემ გამოიჩინა, რომელიც “ყიზილჟარში” გამოდის. მისი გუნდი ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში შინ “ქაირათს” ფრეზე (1:1) გაეყარა. იმნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 36-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, სტუმართა მეკარეს ბურთი ხელიდან გაუვარდა, ხოლო ქართველმა ფეხბურთელმა ანაგრიში გაათანაბრა. “ყიზილჟარის” თადარიგში ირაკლი ბუღრიძე იყო, “ქაირათში” კი ლუკა გადრანმა შეუცველელად ითამაშა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე ირაკლი ზარია შევიდა.
ლაშა თაბაგარი
