„მონაკოს“ დირექტორი: „მიქაუტაძესთან ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების გვეიმედება“

0
38

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბის „მონაკოს“ დირექტორმა ტიაგო სკურომ საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარუი გააკეთა.
„ჩვენ მიქაუტაძეს ვეკონტაქტებით და ხელშეკრულების რაც შესაძლოა სწრაფად გაფორმების გვეიმედება. ველოდებით, რომ „მეცთან“ მოლაპარაკების საშუალებას მოვძებნით. მე პირდაპირ „მეცის“ პრეზიდენტს ვესაუბრები. იმედია, რომ შედეგი დადებითი იქნება“ – ციტირებს სკუროს ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe.
მიქაუტაძემ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე 3 გოლი გაიტანა და ჯერჯერობით ბომბარდითა დავას ლიდერობს.
გასულ სეზონში, 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო, რასაც პლეი-აუტში გატანილი ერთი გოლი მიამატა  და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი “მეცის” პირველი მოთამაშეა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, იგი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში პირველია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და 11 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ზედიზედ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში მანამდე არცერთ ქართველს გაუკეთებია. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გატანილი გოლების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის გია გურულის (12) მიღწევა გააუმჯობესა. გარდა ამისა, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში სეზონში 13 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიას (12) ეკუთვნოდა.
გასული სეზონის წინ “მეცმა” მიქაუტაძე “აიაქსში” 16 მილიონ ევროდ გაყიდა, ხოლო მაისში 13 მილიონ ევროდ უკან გამოისყიდა.
„ლაშა თაბაგარი