გიორგი ლორიამ თბილისის „დინამო“ დატოვა და კარიერას კვიპროსში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების 38 წლის მეკარემ კონტრაქტი არადიპუს „ომონიასთან“ გააფორმა, რომელიც კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში გასულ სეზონში აღზევდა. ლორია კვიპროსის ჩემპიონატში 2019-2023 წლებში „ანორთოსისის“ რიგებში თამაშობდა და ქვეყნის თასი მოიგო.
ის კარიერის განმავლობაში ასევე ბერძნულ ოფიში და “ოლიმპიაკოსში”, რუსეთის “კრილია სოვეტოვსა” და “ანჟიში”, გერმანულ “მაგდებურგში” ასპარეზობდა. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 78 შეხვდრა ჩაატარა და კარი მშრალად 30-ჯერ შეინახა. ლორია პირველი მეკარე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ლიგაში გოლი 100 შეხვედრაში არ გაუშვა.
ლაშა თაბაგარი
