ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორია დაწერა, მაგრამ ასეთ დიდ ტურნირებზე კიდევ უნდა ითამაშონ, რადგან იმსახურებენ. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის 1/8-ფინალში კიოლნში ესპანეთთან 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: „ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს გამოსვლას დადებითად შევაფასებ, რადგან მართლა ისტორია დავწერეთ. ასეთ ძლიერ მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოლეთ, პირველი ტაიმის ბოლოს გოლი რომ არ გაგვეშვა, უკეთესი იქნებოდა.
ჩემი აზრით, გოლი არ იყო ჩასათვლელი, მამარდას ფორვარდი ხელს უშლიდნენ. ყველამ კარგად ვითამაშეთ, ისევ უნდა მოვხვდეთ ასეთ დიდ ტურნირზე, რადგან ამას ვიმსახურებთ. მადლობა გულშემატკივრებს, ამდენ ხალხს მართლა არ ველოდით. ასე ერთიანად და გვერდში დგომით ყველაფერს მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, მათ შორის, ვინც საქართველოდან გვგულშემატკივრობდა”.
ლაშა თაბაგარი





