ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში საქართველოს ნაკრებმა გელზენკირხენში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს კიოლნში ესპანეთს დაუპირიეპირდება.“ფელტინს არენაზე” ჩატარაებული შეხვედრის მერე, ჟურნალისტების კითხვებს მატჩის საუკეთესო მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა. მას პირველი კითხეა “ათიანმა” დაუსვა.
atiani.ge: თამაშამდე პრესკონფერენციაზე მე გისურვე, რომ ევროპის ჩემპიონატი უგოლოდ არ დაგესრულებინა. გოლიც გაიტანე და საქართველოს ნაკრები 1/8-ფინალშიც გავიდა. ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, თქვენი და მთლიანად გუნდის ემოციური მდგომარეობა როგორია?
ხვიჩა კვარაცხელია: “ჩემი აზრით, დღეს საუკეთესო არავინ იყო, ეს იყო გუნდური გამარჯვება. დავამტკიცეთ, რომ ყველა გუნდთან შესაძლოა თამაში. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, ხვალიდან უკვე მომდევნო მატჩზე ვიქნებით კონცენტრირებული”.
ხვიჩა კვარაცხელია: “რონალდოს მაისური გამოვართვი. ბედნიერები ვართ, მომდევნო ეტაპზე გავედით, რონალდოს მაისურიც მაქვს. ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, ყველაზე ცოცხალი დღეა საქართველოსთვის. როცა არის რწმენა, არის ერთი პროცენტი შანსი, ყველაფერი შეიძლება და დავამტკიცეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეუძლია.
ულშემატკივრებმა ძალიან დიდი მუხტი მოგვცეს, ამდენი ხალხი ჩამოვიდა გერმანიაში საქომაგოდ. თითოეულ მათგანს დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, მათაც, ვინც საქართველოშია. დავამტკიცეთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ და კიდევ გვაქვს შანსი, რომ ერთიანობით წინ ვიაროთ. სწორედ ამაშია ჩვენი სიძლიერე, ყველას ვანახეთ, რომ ერთად ძალიან ძლიერები ვარ.
ამაშის დაწყებამდე რონალდომ წარმატებები მისურვა, ეს ჩემთვის დიდი მუხტი იყო, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთან მოვიდოდა და ამას მეტყოდა. ის ძალიან კარგი ადამიანია, ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, მისგან ბევრს ვსწავლობთ. როცა ის წარმატებებს გისურვებს, ეს ამაღელვებელია და მაშინ მივხვდი რომ დღეს ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იყო, ამან დიდი მუხტი მომცა და მადლობა მას.
“ნაპოლიში” მოგებული სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ დღეს ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეა. როცა შენს ნაკრებში თამაშობ, ეს დიდი სიამაყეა. ამის გაკეთება საქართველოს ნაკრებთან ერთად უფრო რთული იყო, ვიდრე ნაპოლიში. როცა კარიერას ვიწყებდი, ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო და დღეს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გავედით, ამიტომ, უბედნიერესები ვართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე დაუვიწყარი გამარჯვებაა.
სპანეთს დიდ პატივს ვცემთ, ბევრჯერ ვითამაშეთ ერთმანეთთან, საკმაოდ კარგადაც, კარგად ვიცნობთ. ჩემი აზრით, ესპანეთიც პორტუგალიის მსგავსად ფავორიტია, მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეიძლება თამაში. მეტოქეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს მარტივი მეტოქე. ყველაფერს გავაკეთებთ, ყველას წინააღმდეგ საბრძოლველად და მოსაგებად გავალთ.
პირადად ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა შენი ქვეყნის სახელს წარმოადგენ. ფეხბურთელები ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კიდევ ერთხელ გავახარეთ ქართველი ხალხი. ალბათ, ციფრი 26 ისტორიაში უნდა შევიტანოთ, დღესაც ახალი ისტორია გადავწერეთ. არ მინახავს ჯერ რა ხდება თბილისში, მაგრამ წარმოდგენა მაქვს, თუ რა ხდება იქ და დიდი მადლობა მათ”.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ გელზენკირხენიდან
მადლობა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას
