„ტორინო“ საზონოვის გაშვებას არ გეგმავს

0
31

„ტორინო“ საბა საზონოვოის სხვა კლუბში განათხოვრებას არ გეგმავს. ამის შესახებ ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა დავიდე ვანიატომ sport-express.ru-ს განუცხადა.
„იგეგმება თუ არა საბა საზონოვის განათხოვრება? ის რჩება“ – ასე უპასუხო ვანიატომ დასმულ კითხვაზე რუსულ გამოცემას.
საზონოვი, რომელიც გერმანიაში საქართველოს საგულშემატკივროდაა ჩასული, გასული სეზონის წინ „ტორინომ“ მოსკოვის „დინამოდამ“ 3 მილიონ ევროდ შეიძინა. საქართველოს ნაკრების მცველმა იტალიურ გუნდში ყველა ტურნირში 12-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია. ის სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა. მას ტურინელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი