ყაზაიშვილის შედეგიანი მატჩი ჩინეთის თასზე

0
33

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ შემადგენლობაში ჩინეთის თასზე ძალიან შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისი გუნდი გუნდი 1/16 ფინალში სტუმრად „ჩონქინ ტონლიანლონს“ შეხვდა და 6:3 დაამარცხა.
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 1 გოლის გატანის გარდა, 4 საგოლე პასი გააკეთა. მან პირველი საგოლე გადაცემა 26-ე წუთზე მიითვალა, ხოლო 73-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 2::2. ასევე ვაკომ საგოლე პასები პარტნიორებს 89-ე, 94-ე და 95-ე წუთზე გაუკეთა.
ლაშა თაბაგარი