საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.
საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა, რომელზეც “ათიანის” ჟურნალისტიც იქნება. 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატისა და პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრას, რომელიც ჩეხებთან მატჩის (1:1) საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
გიორგი მამარდაშვილი: “რთულ ჯგუფში ვართ და ორი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოპოვება მოვახერხეთ, თუმცა მეტიც შეგვეძლო. რთული თამაში გველის პორტუგალიასთან, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ მოვიგოთ და გავიდეთ ჯგუფიდან. ყოველთვის მოტივირებულები ვართ, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის ვთამაშობთ. თუმცა, ორმაგი მოტივაციაა, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს. ძალიან ბევრი ჩამოვიდა გერმანიაში და ჩეხეთთან შეხვედრაშიც არ გაჩერებულან. რომ არა გულშემატკივართა მხარდაჭერა, აქამდე ვერ მოვიდოდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გულები კიდევ ერთხელ გავახაროთ“.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ვუპერტალიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის





