ზურიკო დავითაშვილი: “ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არ არსებობს”

0
41

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო  ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა.
საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა, რომელზეც “ათიანის” ჟურნალისტიც იქნება. 26 ივნისს, გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატისა და პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი: “ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველასთვის საოცნებოა და მათ შორის ჩემთვისაც. ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია არ არსებობს, როდესაც ასეთი დონის ტურნირზე გამოდიხარ შენი ქვეყნის სახელით და ჰიმნზე დგახარ. ერთ-ერთი გამორჩეული შეგრძნებაა საფეხბურთო კარიერაში.
სავსე ტრიბუნების წინ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე განსხვავებული გარემოა და ყველა დეტალი განსაკუთრებულია. გულშემატკივრების მხარდაჭერა და ის ემოციები, რაც მათი მხრიდან მოდის, ძალიან ბევრს გმატებს“.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ვუპერტალიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის
.