ზაზა ჯანაშია: „ხვიჩა კვარაცხელია რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს“

0
45

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელ ზაზა ჯანაშიას მიაჩნია, რომ ხვიჩა კვაარცხელია ევროპის ჩემპიონატზე კრიშტიანუ რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს.
„ვინ უფრო მეტს გაიტანს? ხვიჩა თუ რონალდუ? მე ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ ვერ გაიტანს. რა თქმა უნდა, ხვიჩა უფრო შედეგიანი იქნება. ის უფრო ახაკგაზრდა ქართველია, ხოლო რონალდუ უკვე დაბერდა. ახალგაზრდა ქართველი უკეთესი იქნება, ვიდრე ბებერი პორტუგალიელი“ – იუწყება ჯანაშიას ნათქვამს რუსული მედია.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ თურქეთთან ჩაატარებს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს გელზენხირხენში – პორტუგალიას.
ლაშა თაბაგარი