იულიან ნაგელსმანი: „ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“

0
79

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი ევროპის ჩემპიონატზე სტარტით კმაყოფილია, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია.
„საწყისი 20 წუთი შთამბეჭდავი იყო. ჩვენ ძალიან ძლიერად ვმოქმედებდით, კონტრპრესინგს ვთამაშობდით და ეს დაგვეხმარა. სწრაფი გოლი გავიტანეთ და შემდეგ კონცენტრაცია თამაშის ბოლომდე შევინარჩუნეთ.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყვავილები არა ერთ რომელიმე მოთამაშეს შეხვდება, არამედ, ყველა ფეხბურთელზე განაწილდება. შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ – იუწყება გერმანული მედია ნაგელსმანის ნათქვამს, რომლის შეგირდებმა მიუნხენის „ალიანს არენაზე“ შოტლანდია 5:1 გაანადგურეს.
ლაშა თაბაგარი