ხვიჩა კვარაცხელიას სურს, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემმპიონატზე თავისი კვალი დატოვოს. მან ამის შესახებ უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
„გვსურს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი მთლიანად მომავალ ტურნირზეა ფოკუსირებული და მისთვის მზადაა. ჩვენს დებიუტს მთელი საქართველო ელოდება“ – თქვა კვარაცხელიამ.
ლაშა თაბაგარი





