ლევერკუზენის „ბაიერმა“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პირველი ტრანსფერი განახორციელა.
გერმანულმა კლუბმა ესპანური „ჟირონადან“ 26 წლის ნახევარმცველი 18 მილიონ ევროდ შეიძინა, მან ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა.
„ბაიერი“ 2023-2024 წლების სეზონში არსებობის ისტორიაში გერმანიის ჩემპიონი პირველად გახდა. გარდა ამისა, გერმანიის თასი მოიგო. ხაბი ალონსოს გაწვრთნილმა გუნდმა გასულ სეზონში ყველა ტურნირში მხოლოდ ერთი თამაში წააგო – ევროპა ლიგის ფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ (0:4).
ლაშა თაბაგარი
