ფაბიო კანავაროს კარისკენ მიუთითეს

0
28

ფაბიო კანავარო „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„პრეზიდენტმა პოცომ მაცნობა, რომ ჩვენი პროფესიონალური ურთიერთობა აღარ გაგრძელდება. კლუბს, მოთამაშეებს და „უდინეზეს“ საუცხოო გულშემატკივრებს წარმატებას ვუსურვებ“.
50 წლის კანავარო „უდინეზეს“ სათავეში მიმდინარე წლის აპრილში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 6 მატჩი ჩაატარა – 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. უდინელებმა იტალიის სერია A-ში მე-15 დაიკავეს.
ლაშა თაბაგარი