საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლასა ფირცხალაიშვილი წვრთნის, ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველი ამხანაგურ მატჩი ჩაატარა. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
78-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ლუკა წულაძესთან უხეშობისთვის მთავარმა მსაჯმა დარკო სეკოვსკი გააძევა. თუმცა, ფიცხალაიშვილის შეგირდებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს.
ამ გუნდებს შორის მომდევნო ამხანაგური თამაში 10 ივნისს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელები ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში ნორვეგიას, ესტონეთსა და შვედეთს შეხვდებიან. ჯგუფის მასპინძელი შვედეთია და მატჩები 13-19 ნოემბერს ჩატარდება. ელიტ რაუნდში ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოხვდებიან.
ლაშა თაბაგარი




