ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქის თურქეთის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ალთაი ბაინდირი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მერთ გიუნოკი (ბეშიქთაში), უღურჯან ჩაქირი (ტრაბზონსფორი).
მცველები: მერთ მიულდიური (ფენერბაჰჩე), ზეკი ჩელიკი (რომა, იტალია), აბდულკერიმ ბარდაკჯი (გალათასარაი), აჰმეტჯან კაპლანი (აიაქსი, ნიდერლანდები), მერიჰ დემირალი (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი), სამეთ აკაიდინი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), ფერდი კადიოღლუ (ფენერბაჰჩე).
ნახევარმცველები: ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი, იტალია), ისმაილ იუკსეკი (ფენერბაჰჩე), კაან აიჰანი (გალათასარაი), ოკაი იოკოშლუ (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ორკუნ კოკჩუ (ბენფიკა, პორტუგალია), სალიჰ ოზჯანი (ბორუსია, დორტმუნდი, გერმანია).
თავდამსხმელები: ირფან ჯან კაჰვეჯი (ფენერბაჰჩე), იუნუს აკგუნი (ლესტერი, ინგლისი), ქენან ილდიზი (იუვენტუსი, იტალია), ქერემ აკტურკოღლუ (გალათასარაი), არდა გიულერი (რეალი, ესპანეთი), ბარიშ ალფერ ილმაზი (გალათასარაი), ბერტუღ ილდირიმი (რენი, საფრანგეთი), ჯენკ ტოსუნი (ბეშიქთაში), სემიჰ კილიჩსოი (ბეშიქთაში), იუსუფ იაზიჯი (ლილი, საფრანგეთი).
თურქებს ევროპის ჩემპიონატამდე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში მიღებული ტრავმების გამო სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდათ – ენეს იუნალი, ჩაღლარ სოიონჯუ და ოზან კაბაკი.
ევროპის ჩემპიონატზე თურქები პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში “სიგნალ იდუნა პარკზე” საქართველოსთან ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი
