L’Equipe: კვარაცხელია ზაფხულში „ნაპოლიდან“ არ წავა

0
60

ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნაპოლის“ არ დატოვებს, რის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება. 1 ივნისს იმავე გამოცემა წერდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი პსჟ-ს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა. თუმცა, ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მოითხოვს, რომ კვარაცხელია შეინარჩუნონ. გამორიცხული არაა, უახლოეს პერიოდში ხვიჩამ „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.
კვარაცხელიამ განვლილ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი