ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ავსტრიის მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელს თავისი მომავალი 2026 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.
28 წლის კიტეიშვილმა განვლილ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ავსტრიის ჩემპიონატთან ერთად, თასიც მოიგო. ის პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი
