რამაზ სვანაძე: “სამწუხაროდ ლეგიონერების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ”

0
27

საქართველოს 21 წლამდე ფრეხბურთელთა მთავარი მწვრთნელისთვის რამაზ სვანაძისთვის პრობლემაა, რომ ლეგიონერების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. მან ამის შესახებ ყაზახებთან ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “ისეთ კომპაქტურად მოთამაშე და მებრძოლ გუნდთან, როგორიც ყაზახეთის ნაკრებია, გაგვიჭირდა და ამით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ამ შეკრებაზე გვაინტერესებდა თამაშის ხარისხი და ახალი ფეხბურთელების ნახვა.
მთლიანობაში შეკრებას დადებითად შევაფასებ, რადგან შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანეს თამაშებამდე, რომლებიც შემოდგომაზე გვაქვს, ეს ბოლო შეკრება იყო. ჩვენი მიზანი პლეი ოფის საგზურის მოპოვებაა და ამისთვის ყველაფერი კეთდება.
სამწუხაროდ, ლეგიონერების უმრავლესობას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ეს კი ჩვენი გუნდის თამაშს დაღს ასვამს. ამას გარდა, ყაზახეთთან იყო მომენტები, როცა ფეხბურთელები ზედმეტად იყვნენ დაკავებული ინდივიდუალური მოქმედებებით, ჩვენ კი უფრო გუნდური თამაში გვმართებდა და ამ თემაზე ბიჭებთან მატჩის შემდეგ უკვე ვისაუბრე. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ და დარწმუნებული ვარ, შემოდგომისთვის ბევრი რამ გამოსწორდება“.
ლაშა თაბაგარი