საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდ გიორგი აბუაშვილის თქმით, ყაზახ თანატოლებთან კარგი ამხანაგური მატჩი (0:0) გამოვიდა.
გიორგი აბუაშვილი: “ყაზახეთის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან კარგი ტესტმატჩი გამოვიდა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის მოვემზადოთ, სადაც ყველა თამაშის მოგება იქნება საჭირო, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ.
მადლობას ვუხდი ბიჭებს და ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვამხნევებდნენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემოდგომის თამაშებზე ისინი გავახაროთ“.
ლაშა თაბაგარი
