იგორ ტუდორი რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„კლუბი იუწყება, რომ იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. კლუბი მადლობას უხდის სპეციალისტს შესრულებული სამუშაოსთვის, უსურვებს მას წარმატებას პირად და პროფესიონალურ ცხოვრებაში“ – ნათქვამია „ლაციოს“ განცხადებაში.
45 წლის ხორვატი სპეციალისტი „ლაციოს“ სათავეში მიმდინარე წლის 18 მარტს ჩაუდგა და მაურიციო სარი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 11 მატჩიდან გუნდმა 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. „ლაციომ“ სერია A-ში 2023-2024 წლების სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა.
ლაშა თაბაგარი
