კილიან მბაპე: „გასული სეზონი ჩემს სტანდარტებს არ შეესაბამება“

0
27

პსჟ-ს ყოფილმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ კლუბში გატარებული გასული სეზონით უკმაყოფილოა.
„პირდაპირ მითხრეს, რომ კლუბში ვერ ვითამაშებდი. მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე და სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში მხარს მიჭერდნენ. მათ გარეშე მოედანზე ცალ ფეხსაც ვერ შევდგამდი. ეს სიმართლეა.
ჩემს მიმართ კრიტიკა მესმის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც ჩემი გამოსვლა ყველაზე საუკეთესოდ შემიძლი შევაფასო, ამიტომ, გასული სეზონი ჩემს სტანდარტებს არ შეესაბამება. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში გაცილებით უფრო კმაყოფილი ვიქნები, ვიდრე ახლა.
ვთქვა, რომ პსჟ-ში უბედური ვიყავი სუპში ჩაფურთხება და იმ ხალხისთვის სახეში შეფურთხებვა იქნება, ვინც მე მიცავდა. ამ კლუბში ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. თუმცა, რაღაც გულს მწყვეტდა, მაგრამ ჩემი მსგავსი მოთამაშე ამას ვერ აჩვენებდა, რადგან ლიდერი ვიყავი. თვალს მადევნებდნენ და ამიტომ, ვცდილობდი მაქსიმალურად პოზიტიური ვყოფილიყავი. მწვრთნელი, მოთამაშეები და კლუბის თანამშრომლები მხარს მიჭერდნენ. სისულელე იქნებოდა, რომ  ამ ყველაფრისთვის მიმეფურრთხებინა და მეთქვა, რომ უბედური ვარ“ – იუწყება RMC Sport-ი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნათქვამს, რომელმაც გუშინ მადრიდის „რეალთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი