„კრემონეზე“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, სერია A-ში ვერ დაწინაურდა. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში კრემონელებმა შინ „ვენეცეიას“ ვერ აჯობეს (0:0), ხოლო საპასუხო მატჩში 0:1 დამარცხდა.ვენეციაში ჩატარებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. განვლილ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა სერია B-ში 24-ჯერ (17-ჯერ სასტარტოში) ითამაშა.
სამხრეთ კორეის რანგით მეორე ლიგაში ბექა მიქელთაძემ თავისი პირველი გოლი გაიტანა. „გვანჯოუმ“ სტუმრად „სეული“ 2:1 დაამარცხა, ხოლო მე-60 წუთზე თამაშში ჩართულმა ქართველმა ფორვარდმა 77-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო, როდესაც თანაგუნდელის მიერ კარის შორეულ ძელთან გაკეთებული პასი გამოიყენა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ლაშა თაბაგარი
