“მეცი”, რომელშიც განვლილ სეზონში გიორგი მიქაუტაძე გამოდიოდა, ლიგა 1-დან გავარდა. პლეი-აუტიას პირველ შეხვედრაში სტუმრად მეცელები “სენტ ეტიენთან” 1:2 დამარცხდნენ, ხოლო საპასუხო მატჩი 2:2 დასრულდა. შინ ჩატარებულ შეხვედრაში მასპინძლებიდან, რომლებსაცც მე-6 წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს, მე-17 წუთზე ანგარიში კამარამ გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა პენალტი გაიტანა, რომელიც თავად მოიპოვა. 35-ე წუთზე “სენტ-ეტიენიდან” თავი პეტრომ გამოიჩინა. ძირითად დროში მეტი ფოლი არ გასულა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 117-ე წუთზე ვადჯიმ “მეცის” კარი აიღო და საფრანგეთის ათგზის ჩემპიონი “სენტ-ეტიენი” ორწლიანი პაუზის მერე ლიგა 1-ში აღზევდა.
23 წლის მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო, რასაც პლეი-აუტში გატანილი ერთი გოლი მიამატა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი “მეცის” პირველი მოთამაშეა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, იგი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში პირველია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და 11 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ზედიზედ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში მანამდე არცერთ ქართველს გაუკეთებია. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გატანილი გოლების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის გია გურულის (12) მიღწევა გააუმჯობესა. გარდა ამისა, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში სეზონსი 13 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიას (12) ეკუთვნოდა.
ლაშა თაბაგარი
