“ტორპედომ” ჩემპიონატის პირველი ნახევარი მე-2 ადგილზე დაამთავრა

0
25

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში “ტორპედომ” სამი ქულა შინ “თელავთან” შეხვედრაში აიღო. ქუთაისელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს და წაუგებელი თამაშების სერია 13-მდე გაზარდეს. სწრაფი გოლი გავიდა: ბიორნ იონსენმა მოიპოვა პენალტი და თავადვე ზუსტად შეასრულა – 1:0. ეს იონსენის მე-11 გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
ტორპედომ სეზონის პირველი ნახევარი მეორე ადგილზე დაასრულა. აი, თელავი კი ბოლოდან მეორეზეა, ანუ მეცხრე ადგილზე.
კარგი ჟესტი ტორპედოს ფან-კლუბისგან (ჯუნგლებისგან): მინდორზე სათამაშოები ისროლეს. ეს საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ ბავშვებისთვისაა. 1 ივნისი ხომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
ტორპედო 1:0 თელავი 
თბილისის “დინამომ” შინ “გაგრას” უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით აჯობა. გუნდებს ამ ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ. დინამო თბილისმა მეორე ტაიმში გატეხა გაგრა. ჯერ ფრანგმა დომინიკ საიმონმა გაიტანა თავურით, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი 16 წლის ვახტანგ სალიამ კონტრშეტევისას მეორე გოლი მიითვალა – 2:0.
დინამო თბილისმა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მეხუთე ადგილზეა. გაგრა კი მერვე საფეხურზეა.
დინამო თბ 2:0 გაგრა 
იბერია 1999 ბოლო 7 შეხვედრაში 5-ჯერ დამარცხდა… ხოლო სამგურალმა წლეულს პირველად მოიგო გასვლაზე. პირველ ტაიმში სამგურალი გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა. ეს მისი მეექვსე გოლია სეზონში და აქედან 5 ბოლო 5 ტურში გაიტანა. ფანცულაიამ დემურ ჩიხლაძის პასის მერე თავზე გადაუგდო ბურთი ლაზარე კუპატაძეს – 0:1.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში შოთა ნონიკაშვილმა გაათანაბრა ოსტატური დარტყმით. ეს ნონიკაშვილის მერვე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. შოთა მესამე ადგილზეა ბომბარდირთა სიაში. 11-გოლიან ბიორნ იონსენსა და 9-გოლიან ტაირელ ვაუტერს ჩამორჩება.და რაც შეეხება გამარჯვების გოლს… 65-ე წუთზე ჩიხლაძემ საჯარიმო შეასრულა, თან ჩაწოდება, თან დარტყმა და ბურთი შორეულ კუთხეში შევარდა – 1:2.
იბერია 1999 1:2 სამგურალი