“პერსეპოლისიმა” არსებობის ისტორიაში ირანის ჩემპიონატი მეთხუთმეტედ გიორგი გველესიანის წყალობით მოიგო. ბოლო ტურში “პერსეპოლისმა” “მეს რაფსაჯანი” მიიღო და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. 86-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, “რაფსაჯანის” მცველმა ბურთი მოიგერია, მაგრამ მასპინძლების ფეხბურთელმა მეტოქის საჯარიმოში ქართველი უკანახაზელი მოძებნა, რომელმაც თავით სტუმართა კარი აიღო. მან განვლილ სეზონში ირანის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 შეხვედრაში6 გოლი მიითვალა. გველესიანმა “პერსეპოლისთან” ერთად ირანის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო. გარდა ამისა, 33 წლის ფეხბურთელმა შარშან ირანის თასი და სუპერთასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი
