ესპანეთმა ევრო 2024-ისთვის შემადგენლობა გამოაქვეყნა

0
85

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, “ფურია როხას” თავკაცმა შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
მეკარეები: უნაი სიმონი (ატლეტიკი), დავიდ რაია (არსენალი, ინგლისი), ალექს რემირო (სოსიედადი).
მცველები: დანი კარვახალი (რეალი), ხესუს ნავასი (სევილია), ემერიკ ლაპორტი (ალ-ნასრი, საუდის არაბეთი), რობენ დე ნორმანი (სოსიედადი), დანი ვივიანი (ბილბაო), პაუ კუბარსი (ბარსელონა), ალეხანდრო გრიმალდო (ბაიერი, ლევერკუზენი, გერმანია), ნაჩო ფერნანდესი (რეალი), მარკ კუკურელია (ჩელსი, ინგლისი).
ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), მარტინ სუბიმენდი, მიკელ მერინო (ორივე სოსიედადი), ფაბიან რუისი (პარი სენ ჟერმენი), ალექს ბაენა (ვილიარეალი), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), პედრი (ბარსელონა), ალეშ გარსია (ჟირონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა).
თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), ნიკო უილიამსი (ატლეტიკი), დანი ოლმო (ლაიპფციგი, გერმანია), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), პაბლო საბალეტა (ვულვერჰემპტონი, ინგლისი), ხოსელუ (რეალი), ალვარო მორატა (ატლეტიკო), ფერან ტორესი (ბარსელონა), აიოსე პერესი (ბეტისი).
ლუის დე ლა ფუენტეს სიაში 29 ფეხბურთელია, ხოლო საბოლოო განაცხადში 26 კაცი მოხვდება. ესპანეთი ევრო 2024-ზე B ჯგუფში იტალიასთან, ხორვატიასთან და ალბანეთთად ერთად მოხვდა.
ლაშა თაბაგარი