მამარდაშვილის მე-100 მატჩი ლა ლიგაში

0
27

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში სეზონის ბოლო მატჩი სტუმრად ვიგოს „სელტასთან“ ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა. მისთვის განვლილი შეხვედრა „ღამურების“ მაისურით მე-100 აღმოჩნდა.
გიორგი 2023-2024 წლების სეზონში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხუთჯერ აღიარეს. გარდა ამისა, 23 წლის ფეხბურთელი ტურის საუკეთესო მეკარე ორჯერ გახდა, ხოლო 2-ჯერ მისი მოგერიება ტურში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
მამარდაშვილმა  ოთხი პენალტი მოიგერია – ორი „ალავესთან“ (0:1) მატჩში აიღო, ხოლო თითო „ვილიარეალთან“ (0:1) და „ოსასუნასთან“ (1:0). მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში გოლი 13-ჯერ არ გაუშვა. ის ერთხელ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მამარდაშვილმა განვლილ სეზონში 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო. მამარდაშვილმა რამდენიმე მატჩში “ღამურებს” უკაპიტნა. “ვალენსია” 49 ქულით 20 გუნდში მე-9 ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ევროთასებზე ვერ ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი