ევროპის მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა ცნობილია

0
33

ევროპის მოქმედი ჩემპიონის იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გერმანიაში გასამართ კონტინენტის პირველობისთვის შემადგენლობა დაასახელა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სპალეტიმ შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) ალექს მერეტი (ნაპოლი) ივან პროვედელი (ლაციო) გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი).
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი) ალესანდრო ბასტონი (ინტერი) რაულ ბელანოვა (ტორინო) ალესანდრო ბონჯორნო (ტორინო) ანდრეა კამბიასო (იუვენტუსი) მატეო დარმიანი (ინტერი) ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი) ფედერიკო დიმარკო (ინტერი) ჯანლუკა მანჩინი (რომა) ჯორჯო სკალვინი (ატალანტა).
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი) ბრაიან კრისტანტე (რომა) ნიკოლო ფაჯიოლი (იუვენტუსი) მაიკლ ფოლორუნშო (ვერონა) დავიდე ფრატეზი (ინტერი) ჟორჟინიო (არსენალი) ლორენცო პელეგრინი (რომა) სამუელე რიჩი (ტორინო).
თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი) სტეფან ელ შაარავი (რომა) რიკარდო ორსოლინი (ბოლონია) მატეო რეტეგი (ჯენოა) ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა) მატია ძაკანი (ლაციო).
იტალიელები B ჯგუფში ესპანეთს, ხორვატიას და ალბანეთს შევხდებიან. შეგახსენებთ, რომ იტალიამ ევრო 2020 რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით მოიგო.
ლაშა თაბაგარი