ჩემპიონმა თბილისში მოიგო, ლიდერთა წარუმატებელი მატჩები

0
49

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი პირველ სათამაშო დღეს თბილისში შედგა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ ბათუმელი თანამოსახელეები მიიღო.
შეხევდრის დაწყებამდე თბილისელთა გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ სპეციალური პრიზი გადასცა მეკარე გიორგი ლორიას, რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში 100 მატჩში გოლი არ გაუშვა, რაც რეკორდია.
გორელთა უკრაინელი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო თამაშს თვალის ტრიბუნიდან ადევნებდა, რადგან მე-15 ტურში შინ თბილისის „იბერიასთან“ 2:3 წაგებული მატჩის შემდეგ მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დისკვალიფიკაცია მისცეს.
შეხვედრის მე-17 წუთზე მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან გიორგი მაისურაძემ სახიფათოდ დაარტყა და ლუკა ხარატიშვილმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. 32-ე წუთზე ესპანელი ანდრეს კარასკოს შეგირდების კონტრშეტევის დროს თანაგუნდელის კარგი დიაგონალური გადაცემის მერე, ბათუმელთა საჯარიმოში ბურთი მიიღო, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან, მაგრამ ოდნავ მახვილი კუთხიდან ცუდად დაარტყა.
38-ე წუთზე  გიორგი მოისწრაფიშვილმა შეუჩერებლად დაარტყა ბათუმელთა მცველის ცუდად მოგერიებული ბურთი, რომელიც მეტოქეს რომ არ შეხებოდა, შესაძლოა გოლი გასული, ხოლო საბოლოოდ კუთხური დაინიშნა. სტანდარტული მარცხენა ფლანგიდან საბა ხარებაშვილმა შეასრულა და ახლო ძელთან მყოფმა ვასილიოს გორდეზიანმა თავით გაიტანა. 42-ე წუთზე პაატა ღუდუშაური მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ახლო მანძილიდან მის სახიფათოდ დარტყმულ ბურთს ვარდნაში ირაკლი იაკობიძე რომ არ გადაფარებიდა, ალბათ, ანგარიში გათანაბდებოდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან წუთიც არ გასულა, რომ სენეგალელმა ონორე გომისმა ძალიან კარგი პასი გაუკეთა თბილისელთა საჯარიმოში გახსნილ ღუდუშაურს, რომელმაც ერთი შეხებით თანაფარდობა აღადგინა – 1:1. ანგარიშის გათანაბრებიდან ცოტა ხანში ალბანელი ვარდი მარამ საჯარიმოს გარედან ლორიას კარს დაემუქრა და ბურთი მიზანს აცდა. 53-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ლევან ხარაბაძემ ბურთი თავზე „დაასვა“ მარას, რომელმაც სტუმრები დააწინაურა – 1:2. 57-ე წუთზე მაისურაძის ზუსტი პასის მერე, გვატემალელ  სანკტისს ახლო მანძილიდან გატანა შეეძლო, მაგრამ ხარატიშვილმა ბურთი ფეხით მოიგერია, შეხევდრის მიწურულს კარასკოს გუნდის შეტევის დროს ცოტნე ბერელიძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ ხარატიშვილმა არადამაჯერებლად ითამაშა, ბურთი მაინც მოიგერია. ბოლო წუთზე თბილისელბმა კუთხური ჩააწოდეს და თანაგუნდელების დასახმარებლად საჯარიმოში ლორიაც ჩავიდა, მაგრამ უშედეგოდ. იმ ეპიზოდში სტუმართა მცველის მოგერიებული ბურთი მეორე მცველს მოხვდა და მასპინძლებმა ჩათვალეს, რომ ხელით თამაში იყო, რასაც მთავარი მსაჯი ბაკურ ნინუა არ დაეთანხმა.
ბათუმის „დინამო“ 30 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზე დარჩა, ხოლო თბილისის „დინამო“ 18 ქულით მეექვსეა.
დინამო თბ 1:2 დინამო ბთ 
გათამაშების ლიდერი გორის „დილა“ უატსაიდერ „სამტრედიას“ ესტუმრა და უგოლო ფრე დაფისქირდა. პორტუგალიელი რუი მოტას გაწვრთნილი გორელები 35 ქულით ისე ცხრილის სათავეშია, ხოლო „დილა“ 9 ქულით ბოლოა.
სამტრედია 0:0 დილა 
გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის „იბერია“ მოულოდნელად თავის მოედანზე ფოთის „კოლხეთთან“ 0:2 დაქმარცხდა. ფოთელებიდან ორივე გოლი გიორგი მელქაძემ გაიტანა, რომელმაც მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 5 წუთში პენალტიდან დუბლი შეასრულა. გიორგი მიქაძის „იბერია“ წაგების მიუხედავად 32 ქულით მეორე ადგილზე დარჩა. კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი „კოლხეთი“ 18 ქულით მეხუთეა.
იბერია 1999 0:2 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი