ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ზაფხულში გერმანიაში გასამართა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დალიჩმა შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:
მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი (ფენერბაჰჩე), ივიცა ივუსიჩი (პაფოსი), ნედილკო ლაბროვიჩი (რიეკა).
მცველები: დომაგოი ვიდა (აეკი), იოსიპ იარანოვიჩი (უნიონ ბერლინი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ბორნა სოსა (აიაქსი), იოსიპ სტანისიჩი (ლევერკუზენი), მარტინ ერლიჩი (სასუოლო), მარინ პონგრაჩიჩი (ლეჩე).
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი (რეალი), მატეო კოვაჩიჩი (მანჩესტერ სიტი), მარსელო ბროზოვიჩი (ალ-ნასრი), მარიო პაშალიჩი (ატალანტა), ნიკოლა ვლასიჩი (ტორინო), ლოვრო მაიერი (ვოლფსბურგი), ლუკა ივანუშევიჩი (ფეიენოორდი), ლუკა სიჩიჩი (ზალცბურგი), ივან პერიშიჩი (ჰაიდუკი), მარტინ ბატურინა (დინამო ზაგრები).
თავდამსხმელები: ანდრე კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ბრუნო პეტკოვიჩი (დინამო ზაგრები), მარკო პიაცა (ჰაიდუკი), ანტე ბუდიმირი (ოსასუნა), მარკო პაშალიჩი (რიეკა).
ხორვატები B ჯგუფში იტალიას, ესპანეთს და ალბანეთს დაუპირისპირდებიან.
ლასა თაბაგარი
