არნე სლოტი „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელია

0
29

„ლივერპულმა“ მთავარ მწვრთნელად არნე სლოტის დანიშვნის შესახებ ოფიაილურად განაცხადა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 45 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის თავისი მოვალეობის შესრულებას 1 ივლისიდან შეუდგება. თუმცა, ინგლისური გრანდის ვებგვერდი სლოტის კონტრაქტის დეტალების შესახებ არაფერს იუწყება.
ნიდერლანდელმა „ლივერპულის“ თავკაცის თანამდებობაზე გერმანელი იურგენ კლოპი შეცვალა, რომელიც მერსისაიდელებს 2015 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა.
სლოტი 2021 წლიდან როტერდამის „ფეინოორდს“ წვრთნიდა, რომელსაც შარშან ნიდერლანდების ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო წელს – თასი. მისი ხელმძღვანელობით „ფეინოორდი“ 2022 წელს კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „რომასთან“ წააგო.
სლოტი „ფეინოორდამდე“ ნიდერლანდების „კამბურსა“ და „ალკმაარს“ უძღვებოდა.
ლაშა თაბაგარი