გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის სუპერლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მე-8 გოლი გაიტანა. ბოლოსწინა 32-ე ტურში “ველეჟმა” გოშკი მიიღო და უხვგოლიან დაპრიისპირებაში გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3. საქართვეკის 21-წლამდელთა ექსფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 47-ე წუთზე მასპინძლები 2:1 დააწინაურა – თანაგუნდელის პასის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოში დაამუშავა და ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. მის ანგარიშზე 22 მატჩში გატანილი 8 გოლის გარდა, ერთი საგოლე გადაცემაა. “ველეჟი” 14-გუნდიან ჩემპიონატში 56 ქულით მე-3 ადგილზეა და მომავალ სეზონში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი
