საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია სლოვაკეთის 2023-2024 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ამის შესახებ სლოვაკეთის ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
36 წლის კაშიამ ბრატისლავას “სლოვანის” შემადგენლობაში ჩემპიონატში ჩატარებულ 24 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ჩვენი ეროვნული გუნდს ექსკაპიტან ჯაბა კანკავასთან ერთად ოქროს მედლები ზედიზედ მესამედ მოიგო. დიდი შანსია, რომ კაშიამ და კანკავამ მომავალი სეზონიც “სლოვანში” გაატარონ.
ლაშა თაბაგარი
