მიქაუტაძე ლიგაში დასარჩენად პლეი-აუტში იბრძოლებს

0
36

„მეცმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის  ბოლო ტურში შინ მოქმედ ჩემპიონ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა. პსჟ-დან ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა, ხოლო მე-12 წუთზე მეორე გოლი ლი კანინმა გაიტანა.
„მეცმა“ 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილი დაიკავა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში ითამაშებს.
23 წლის მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გიორგი “მეცის” პირველი მოთამაშეა, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში გოლი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა. გარდა ამისა, იგი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში პირველია, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და 11 გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ზედიზედ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში მანამდე არცერთ ქართველს გაუკეთებია. მიქაუტაძემ ლიგა 1-ში გატანილი გოლების რაოდენობით საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდის გია გურულის (12) მიღწევა გააუმჯობესა. გარდა ამისა, ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ტოპ 5 ლიგაში სეზონსი 13 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი ხვიჩა კვარაცხელიას (12) ეკუთვნოდა.
ლაშა თაბაგარი