საქართველოს ნაკრები 3 მილიონს მიიღებს

0
28

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ჩვენი ქვეყნის მთავრობისგან პრემიის სახით 3 მილიონ ლარს მიიღებს. ამის შესახებ დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. თავდაპირველად პრემიად 850000 ლარი იყო განსაზღვრული, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით თანხა გაიზარდა.
ჩვენი ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ფრანგი ვილი სანიოლის შეგირდები გერმანიაში F ჯგუფში თურქეთს (18 ივნისი), ჩეხეთს (22 ივნისი) და პორტუგალიას (26 ივნისი) დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი