კაკაბაძის გუნდმა ექსტრაკლასაში ადგილი გაინაღდა

0
32

„კრაკოვიამ“, რომელშიც ოთარ კაკაბაძე გამოდის, პოლონეთის ექსტრაკლასაში ადგილი შეინარჩუნა.
ბოლოსწინა 33-ე ტურში კრაკოველებმა თავის მოედანზე „რაკუვი“ მიიღეს და 2:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. ამ გამარჯვების წყალობით „კრაკოვიამ“ 39 ქულა დააგროვა და მომავალ სეზონში პოლონეთის ელიტარულ ლიგაში თამაში გაინაღდა.
პოზნანის „ლეხი“ სტუმრად ლოძის „ვიძევს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი პოზნანელთა სასტარტოში ვერ მოხვდა და მოედანზე შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. „ლეხი“ 53 ქულით 18 გუნდში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი