„მანჩესტერ სიტის“ საჩემპიონო რეკორდი – გვარდიოლას 38-ე ტიტული

0
30

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში შინ „ვესტ ჰემი“ 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლები არსებობის ისტორიაში მეათედ მოიგო. „სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა, რაც რეკორდია.
მანჩესტერელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგაში 6-ჯერ გაიმარჯვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შოტლანდიელ ექსთავკაც ალექს ფერგიუსონს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 13 ტიტული. გვარდიოლამ „სიტი“ პრემიერლიგის ოქროს მედლებამდე ბოლო 7 სეზონში 6-ჯერ მიიყვანა. პეპმა ევროპის ტოპ 5 ლიგაში გატარებული 15 სეზონიდან ჩემპიონის თასი 12-ჯერ აღმართა. მან კარეირაში მწვრთნელის რანგში 38 ტიტული მოიპოვა და მხოლოდ ფერგიუსონი ასწრებს – 49.
“სიტი” ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვებათა რიცხვით “მანჩესტერ იუნაიტედს” (20), “ლივერპულს” (19) და “არსენალს” (13) ჩამორჩება.
პრემიერლიგის განვლილი სეზონის საუკთესო ბომბარდირი 31 მატჩში 27 გატანილი გოლით ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი გახდა.
ლაშა თაბაგარი