„დილამ“ „დინამოს“ დამატებულ დროში აჯობა – ფიფია მსაჯებს შემოწყრა

0
33

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურის პირველი სათამაშო დღე გორში დასრულდა, სადაც ადგილობროვმა „დილამ“ თბილისის „დინამო“ მიიღო და გამარჯვება ბოლო წუთებზე “გამოგლიჯა”.
მატჩის მე-5 წუთზე ესპანელმა მცველმა კიკე ლოპესმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და გორელთა საჯარიმოში მყოფმა ნიკა უგრეხელიძემ თავით ზუსტად დაარტყა – 0:1. პირველ ტაიმში “დილას” და “დინამოს” ფეხბურთელების შეკამათებას ტრიბუნებიდან გულშემატკივრების მხრიდან ბოთლების სროლა მოჰყვა. იმავე მას შემდეგ განმეორდა, რაც “დილამ” ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა გოლი თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირების გამო არ ჩათვალა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ნობრეგამ დაახლობით 26-27 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და გიორგი ლორიას შეცდომის შემდეგ, ბურთი კარში აღმოჩნდა – 1:1. 55-ე წუთზე დინამოელთა კაპიტანმა ალექსანდრე კალანდაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 82-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ჯენერი ხორავამ წითელი ბარათი უხეშობისთვის ნიგერიელ მცველ აკბუჯეს აჩვენა.
შეხვედრის მიწურულს გორელთა მასირებულმა შეტევამ თავისი შედეგი გამოიღო – 93-ე წუთზე ზურაბ რუხაძემ მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა თბილისელთა საჯარიმოში სენეგალელ იბრაჰიმა დრამეს გაუკეთა, რომელმაც თავურით მასპინძლებს სამი ქულა მოუტანა.
რუი მოტას გაწვრთნილ „დილას“ 34 ქულა აქვს და მომდევნო ტურამდე პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება. ესპანელი ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით „დინამომ“ 18 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზეა.
თამაშის შემდეგ “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო იყო და განაცხადა, რომ უახლოეს აღმასკომის სხდომაზე მსაჯების საკითხს დააყენებს, რომლებიც მისი აზრით ბოლო მატჩებში თბილისურ გუნდს ჩაგრავენ.
დილა 2:1 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი