თომა ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-7 ტურში ნამანგანის „ნავბახორი“ სტუმრად „სოგდიანას“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. ტაბატაძემ შეუცვლელად ითამაშა და 22-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გახსნა. მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია და 32 წლის ქართველი თავდამსხმელი სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა დავას ლიდერობს. გამარჯვებულთა თადარიგში გიორგი ნიქაბაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია. „ნავბახორი“ 12 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „ჟენისი“ შინ „ქაირათთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინძლებში მცველმა ზურა თევზაძემ და ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. „ქაირათში“ შუახაზელმა ირაკლი ზარიამ ორი ტაიმი ჩაატარა, ხოლო მცველი ლუკა გადრანი ტრავმირებულია.
ლაშა თაბაგარი
